ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი კანონმდებლობით რეგულირდება და მათ შორის გახლავთ სააღდგომო დასვენება.
იქიდან გამომდინარე, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოძრავია, დასვენების დღეებიც სხვადასხვა პერიოდს ემთხვევა.
2024 წელს, აღდგომა 5 მაისაა, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სკოლები 3 მაისიდან - წითელი პარასკევიდან, 6 მაისის ჩათვლით დაისვენებს; 7 მაისიდან კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი დასვენების დღეების ხანგრძლივობას, საკუთრი შეხდულებისამებრ გადაწყვეტენ. აღსანიშანვია, რომ კერძო სკოლების ნაწილისთვის სააღდგომო დასვენების დღეები უფრო ხანგრძლივი იქნება.