საქართველოში ყივანახველას 235 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და საავადმყოფოებშიც მოიმატა მიმართვიანობამ, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 19 იყო.
ყივანახველა იმ კატეგორიის ვირუსული ინფექციაა, რომლის დროსაც ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არ არსებობს; პრევენციის მთავარ ფაქტორად კი მედიკოსები ვაქცინაციას ასახელებენ.
„ბავშვებში ყივანახველის შემთხვევებმა მოიმატამ“ - ივანე ჩხაიძე დაავადების სიმპტომებზე საუბრობს
ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Bordetella pertussis. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი გზით ავადმყოფთან უშუალო კონტაქტისას. დაავადება გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით ბავშვებში.
ყივანახველის ინკუბაციური პერიოდი 2-14 დღეა. დაავადება მიმდინარეობს 3 სტადიად და ჩვეულებრივ, 6-8 კვირას გრძელდება.საწყისი კატარალური ფაზა ხასიათდება გაციების სიმპტომებით, მსუბუქი ხველით და განსაკუთრებით ამ დროსაა გადამდები.
პაროქსიზმულ ფაზას ახასიათებს შეტევითი ხასიათის ხველა „წამოყივლება“, ღებინება ხველის შემდეგ.
რეკონვალესცენტური ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 10 კვირამდე და ამ პერიოდს ხშირად უწოდებენ „100-დღიან ხველას“.