ყიშლის საჯარო სკოლაში 9 აპრილის პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
12-04-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, დღის, რომელიც ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში. 

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს, სიამაყით აფრიალეს სკოლაში, თავისუფლებისთვის მებრძოლ, ქვეყნისთვის თავდადებულ გმირებს პატივი მიაგეს და მადლობა გადაუხადეს ყველაზე ღირებულისთვის - თავისუფლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203