„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - ჯუმის საჯარო სკოლის პატრიოტი მოსწავლეები და მათი მომზადებული საინტერესო პრეზენტაცია
12-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი ნანული თირდინავა გახლავთ, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.

მოსწავლეებმა თავად მოიძიეს, დაამუშავეს და ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საინტერესო ინფორმაცია.

ბავშვებმა ასევე 9 აპრილის გმირების სახელები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა უძღვოდა წინ ამ დღეს და რა შედეგი მოიტანა გმირების თავგანწირვამ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203