თუ რეგისტრაციისას პირადი ნომერი არასწორად მიუთითეთ... - როგორ უნდა მოიქცეთ შეცდომის შემთხვევაში
13-04-2024
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა მსურველებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. გამოცდებზე გასვლის წინაპირობა რეგისტრაციაა, რომლის დროსაც პირველ რიგში აპლიკანტებმა თანხა უნდა ჩარიცხონ და პირადი მონაცემები შეიყვონ შესაბამის ველში, თუმცა ხშირად ხდება რომ სიჩქარეში ნერვიულობისა თუ დაუკვირვებლობის გამო ბევრს პირადი ნომერი არასწორად შეყავს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლიან - როგორ უნდა მოიქცნენ აპლიკანტები თუ პირადობის ნომერი არასწორად შეიყვანეს სისტემაში ? - სიტუაციის გამოსწორებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას ავრცელებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენ უნდა დაწეროთ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის N9. თუ რეგიონში იმყოფებით, მაშინ საგანმანათლებლო რესურსცენტრში. განცხადების ადგილზე დაწერა შეგიძლიათ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, 15 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით“. 

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203