განთიადის საჯარო სკოლაში 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს
30-05-2018
წალკის, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება - „ო, ენავ, ჩემო დედაო ენავ“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ორგანიზება მზევინარ ტუნაძემ გაუწია. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს და 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203