თბილისის N61 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის - სალომე ჯღარკავას ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ თამაშში - „რა? სად? როდის?“, პარალელური კლასების 7 გუნდი მონაწილეობდა..
მოსწავლეებმა ინტელექტი გამოავლინეს, ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს, ბოლოს კი, მეშვიდეკლასელებს შორის გაიმარჯვა VIIზ კლასის გუნდმა მოიპოვა და ფინალში გადავიდა.
ასევე, მე-8 კლასის ხუთივე პარალელი დაუპირისპირდა ერთმანეთს და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება VIIIდ კლასმა მოიპოვა.
ფინალურ ტურში, ორი გამარჯვებული გუნდი VIIზ და VIIIდ კლასი შეხვდება ერთმანეთს. ინტელექტუალური ტურნირი სკოლაში გრძელდება.
იხილეთ ფოტოები: