საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა. კანდიდატებს შედგების გასაჩირვება 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.
ინსტრუქცია ტესტის შედეგის გასაჩირებასთან დაკავშირებით:
დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის მართვის სისტემაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს.