მინისტრმა დირექტორების ახალი სტანდარტი დაამტკიცა - ბრძანება სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯებს ეხება
12-04-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი.

დოკუმენტში გაწერილია კოლეჯის დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები, ლიდერის მახასიათებლები, ასევე კომპეტენციები

„მოცემულ სტანდარტში დირექტორის კომპეტენციები აღწერილია ცოდნით/გაცნობიერებით, უნარებითა და პიროვნული/პროფესიული ღირებულებებით კოლეჯში მისი საქმიანობის ექვსი ძირითადი ურთიერთ­დაკავშირებული მიმართულების შესაბამისად:

ა) კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;

ბ) კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) პროფესიული  სტუდენტების  მხარდაჭერა;

დ) ადამიანური რესურსების მართვა;

ე) მატერიალური,  საინფორმაციო  და  ფინანსური  რესურსების მართვა;

ვ) ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203