ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კაბადოკიიდან უდიდესი ემოციებით დაბრუნდნენ
30-05-2018
ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კაბადოკიაში იმყოფებოდნენ.
სკოლამ „ცოდნის სამყარო“-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში გაიმარჯვა.
ტურზე სკოლის დირექტორი ლალი გულედანი, მასწავლებლები: მარინა გიგდელიანი, ირმა უდესიანი, ბელა ჯამდელიანი, მზიანა მერლანი და მოსწავლეები: ბერდია მერლანი, ნანა შუკვანი, ანა ჯაჯვანი და სალომე კვიციანი იმყოფებოდნენ.
კაბადოკიის ტური 5 დღეს გაგრძელდა და მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები