მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით NAEC დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
14-04-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს შეახსენებს, რომ მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 3 აპრილის 10:00 საათიდან 15 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.