საქართველოს საპატრიარქოს წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდ „სმართ ქიდსის“ წევრები, სკოლა-გიმნაზიის დირექტორი ნინო ჯანჯღავა და გუნდის მენტორი უტა კილასონია, სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიას ესტუმრნენ.
აღსანიშნავია, რომ „სმართ ქიდსი“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდია. მათ პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კერძოდ კი - მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყოთი, პირველი ადგილი 13 გუნდს შორის მოიპოვეს.
პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის.
გამარჯვებული მოსწავლეები NASA-ში იყვნენ მიწვეულები.
„სმართ ქიდსმა“ სტეფანწმინდის გიმნაზიის მოსწავლეებს ძალიან საინტერესო სასწავლო-საჩვენებელი პროექტი წარუდგინა.
სკოლის დირექცია ინიციატივისთვის მადლობას გიმნაზია-პანსიონის მასწავლებელს, ნაზი ჩოფიკაშვილს უხდის.
რაც მთავარია, შემდგომი ურთიერთობა და სასწავლო საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარება დაიგეგმა.