გაცანით, ბეჩოს საჯარო სკოლის შემოქმედი მასწავლებელი ნონა ქალდანი, რომელმაც დედაენის დღეს ლექსები მიუძღვნა
15-04-2024
ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.
ერთ-ერთი მათგანი მუსიკის პედაგოგი, მე-11 კლასის დამრიგებელი ნონა ქალდანია. აღსანიშნავია, რომ ის პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, ლექსებსაც წერს. მისი ნამუშევრების თემატიკა სხვადასხვაა, ლექსებს წერს ქართულადაც და სვანურადაც.
ნონა ქალდანმა ქართულ ანბანზე ლექსები დედაენის დღესთან დაკავშირებით დაწერა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სვანურად დაწერილი ლექსი კობა ჭუმბურიძემ თარგმნა.
ჩვენ მის ლექსებს უცვლელად გთავაზობთ:
ა-მას გპირდები, ქართველი,
ბ-ევრი რამე მაქვს სათქმელი...
გ- ულით, სულით ვარ ქართველი,
დ- ედაბოძი და საყრდენი!
ე- რს არ შევარცხვენ, ვისწავლი,
ვ- ალს ვაჟკაცურად მოვიხდი,
ზ- ოგჯერ ბავშვი ვარ - ვიცელქებ,
თ- ანაც, ჯერ კიდევ, ექვსი წლის,
ი- აკობ ძიასაც უყვარდა
კ- არგად გართობა ბავშვებთან,
ლ- აღი და ტკბილი ბავშვობა,
მ- ინდა, ქართველო, ქართველთან!
ნ- აომარ, ნატანჯ ქართველთან...
ო- დესღაც, თურმე, ქართველებს
პ- ატარობაც კი წაართვეს...
ჟ- ამთა სვლამ ვეღარ გაგტეხა,
რ- ას არ გაუძელ ქართველო!
ს- ანამ ცოცხალი ვიქნები,
ტ- ოლ-მეგობრებთან ვიქნები,
უ- ღალატო და გულწრფელი!
ფ- ანტასტიურად სულგრძელი!
ქ- ართველი - საქართველოში
ღ- ირსეული და მომთმენი!
ყ- ველამ იცოდეს, დღეიდან,
შ- ევისისხლხორცებ სამშობლოს,
ჩ- ოქზეც რომ დავდგე, ავიტან,
ც- ალი ხელით თავს გავიტან!
ძ- ალ-ღონე მომდგამს თავიდან,
წ- არსულსაც გულში ჩავიკრავ,
ჭ- ირსაც გავუძლებ, ავიტან,
ხ- ელსაც ჩავკიდებ, ხანდისხან,
ჯ- ერ პატარა ვარ, დაიცათ,
ჰ- ეი, საქართველოს დავიცავ!
ა-ნბანი ღმერთის სადარი,
ბ-ბევრჯერ ქარ-ცეხლში ნატარი,
გ-აუტეხელი,ქართული,
დ-იდი იაკობის ანბანი!
ე-რის განძია, ანბანი
ვ-ერ ჩახშეს სული ქართული,
ზ-ოგჯერ სისხლშიაც ნაბანი
თ-ანაც სათუთად ნატარი
ი-აკობ ბიძიას ანბანი!
კ-იდევ იცოცხლებს, იბრწყინებს,
ლ-ამაზი ქართული ანბანი,
მ-ეამაყება ქართველის
ნ-აკვალევი და ნავალი!
ო-,როგორ მეამაყება,
პ-ოეტები და მწერლები
ჟ-ამსაც გაუძლეს, ტანჯვასაც,
რ-ამდენ, შიმშილს და ვარამსა,
ს-იცივეს, დილეგს, ლანძღვასა
ტ-ანზე სამოსის არ ცმასა,
უ-ფლის წყალობით, მოთმენით
ფ-აშიზმს გაუძლეს, მყარადა
ქ-არ-ცეცხლი გამოიარეს,
ღ-ონეს იკრებდნენ, ძალადა,
ყ-ინვას და ქარბუქს გაუძლეს,
შ-ოთას პოემას იცავდნენ,
ჩ-ვენ გვინახავსნენ, ანბანსაც!
ც-ამდე ვაქოთ და ვადიდოთ,
ძ-ველიც და ახალიც, ქართული,
ჭ-ერი ამაღლდეს, ნანატრი
ხ-ურორმოძვრული, ქართული,
ჯ-ავახიშვილი, სარაჯიშვილი
ჰ-ანგებს გვიმღერდნენ, ქართულით!
იხილეთ ფოტო: