კარაპეტის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
15-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.