„ენა ქართველთა სიმბოლო ყოვლისა საქართველოისა“ - ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეები ქუთაისის N22 სკოლის ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
15-04-2024
ქუთაისის N19 და N22 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის IXა და Xბ კლასების მოსწავლეები, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ორგანიზებულ კონფერენციაში - „ენა ქართველთა სიმბოლო ყოვლისა საქართველოისა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ: დიანა გელაშვილი, ლიზი კილაძე, ქეთი სოფრომაძე, ნინი ყუბანეიშვილი, ანი ფხაკაძე, მარი ხარატიშვილი, გიორგი კერესელიძე, ნიკოლოზ ბურჯანაძე. მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მარი კახიანი და ინგა მარგველაშვილი არიან.
მოსწავლეები კონფერენციაზე ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ მომზადებული საკონფერენციო თემებითა და პრეზენტაციებით წარდგნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
დასკვნით ნაწილში, კონფერენციის შეჯამების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„მადლობას ვუხდით ოცდამეორე სკოლის დირექციას, საინტერესო ინიციატივისთვის“,- ამბობენ ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში.