ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საგანი სამხედრო საქმე ისწავლება. საგნის მიზანია მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.
ახლახან, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებს სამხედრო საქმის პედაგოგმა - კახა ჯიბლაძემ, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ გაცნობითი სახის გაკვეთილი ჩაუტარა.
პედაგოგმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გახდნენ იუნკერები და გააცნო ეროვნული თავდაცვის აკადემიის სპეციფიკა, რომლის მისიას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.
იხილეთ ფოტოები: