დირექტორებისთვის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენზიო განაცხადი კანდიდატებმა
15-04-2024
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგების გასაჩივრება კანდიდატებს დღეიდან, 15 აპრილიდან შეეძლებათ. 

დირექტორთა ტესტირების შედეგები ცნობილია


აპლიკანტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ ტესტის შედეგი, დავალების სისწორე და პროცედურული დარღვევები.

ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

პრეტენზია უნდა წარადგინოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრში ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

საპრეტენციო განაცხადების წარდგენის დრო დირექტორობის კანდიდატებს 19 აპრილის 18:00 საათამდე აქვთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203