კარაპეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
16-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის პატრიოტული მოტივებით, საზეომოდ აღინიშნება. 

ცხადია აღნიშვნის გარეშე არც დედაენის დღეს ჩაუვლია. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს, აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თვითმყოფადობისთვის ენაზე ზრუნვა და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203