„მოგზაურობა აფხაზეთში“- ბეკამის საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
15-04-2024
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულია აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მე-6 კლასში საგნების - ჩვენი საქართველო და სახვითი ხელოვნება ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო „მოგზაურობა აფხაზეთში“.

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში მასწავლებლების - ქეთევან კაკიაშვილისა და თამარ ქუშაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203