ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა არსენ გვენეტაძის მხატვრული ნამუშევრები დაათვალიერეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები და ბიბლიოთეკის „კარცერ-ლუქსელები“ ექიმმა და მხატვრმა არსენ გვენეტაძემ თბილისში lART GAllERY-ში საკუთარი მხატვრული ნამუშევრების გამოფენაზე - „ბედნიერებაა გახდე მშობელი, შეუძლებელი კი არაფერია“ მიიწვია. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფერწერული ტილოები. მხატვრულმა ნამუშევრებმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.
გამოფენა გაალამაზა პიანისტის დათუნა ალადაშვილის როიალზე შესრულებულმა შუმანის მელოდიამ.
როიალზე ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პატარა მუსიკოსმა ნიკოლოზ ქარქაშაძემაც დაუკრა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მისმა შესრულებამ გამოფენის სტუმრების მოწონება დაიმსახურა.
სკოლა არსენ გვენეტაძეს ლამაზი და საინტერესო საღამოსთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები