კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
15-04-2024
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღნიშვნას შეუერთნენ.

14 აპრილთან დაკავშირებით, სხვადასხვა თემატური აქტივობა გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. 

მათ ტექსტი წაიკითხეს, თემატური ნამუშავრები დაამზადეს, ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203