ქართული ენის დღესასწაული მაზერის საჯარო სკოლაში
16-04-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ამჯერად კი, თემატური ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203