მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად ინტელექტუალური თამაში-ვიქტორინა
გაიმართა.
ვიქტორინაში - „რა? სად? როდის?“, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ასევე, მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ მოამზადეს პრეზენტაცია, შემდეგ კი ეს ინფორმაცია გააცნეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებს და შესთავაზეს ამ თემებთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები.
ვიქტორინას შემეცნებით ხასიათთან ერთად შემოქმედებითი დატვირთვაც ჰქონდა.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ქეთევან აზალაძე, ხატია კობაიძე, ქრისტინე ტურაშვილი და ნინო კვანჭიანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: