საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით რეგისტრაციის მეორე ეტაპი 1 მაისიდან დაიწყება და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
II ეტაპზე რეგისტრაცია დასაშვები იქნება იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.