მუხურის N1 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი დამოუკიდებლობის აქტს მიეძღვნა
30-05-2018
მუხურის N1 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს მიეძღვნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტიობას მინი ლექციის სახე ჰქონდა. 

გაკვეთილზე პედაგოგმა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203