მუხურის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
16-04-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სკოლაში მკითხველთა კლუბის შეხვედრა გაიმართა, სადაც კლუბის წევრებმა მათთვის საინტერესო წიგნები წარადგინეს. მათ ავტორთა შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე ისაუბრეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო მოსწავლეთა განცდების გაზიარება და აუდიტორიისათვისათვის პერსონაჟების დახასიათება აღმოჩნდა. 

აღნიშნული აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო კორტის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

„დიდი მადლობა ნინო მასწავლებელს საინტერესო და შემოქმედებითი აქტიობისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203