„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ - ბოგვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
16-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ,

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, პედაგოგ ეკატერინე სომხიშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

კლასში მოეწყო ფილმის - „ჩემი სამყაროს“ ჩვენება და განხილვა. შემდგომ საფეხურზე კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დაევალა კანონმდებლობის გაცნობა და პრეზენტაციის მომზადება. მეორე ჯგუფს - ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებმაც დაამტკიცეს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მესამე ჯგუფმა დაამზადა საინფორმაციო ბუკლეტები და გადასცა დამსწრეებს, მეოთხე ჯგუფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერვიუ ჩაწერა სკოლის სპეცმასწავლებელთან, შორენა კიკოლაშვილთან.

ეს დღე ძალიან ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203