მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
16-04-2024

14 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიასნიკიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა აღნიშნული დღის მნიშვნელობა კარგად გაიაზრეს. მათ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ ისაუბრეს. ბავშვებმა ღონისძიებაზე ასევე ლექსები წაიკითხეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

მათ საჭირო ცოდნა მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

„დიდება გმირებს, ვინც იბრძოდა და შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203