დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
16-04-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღეს, სკოლაში, მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. უფროსკლასელებმა დედაენის მნიშვნელობასა და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე დეტალურად ისაუბრეს.

ბავშვებმა ასევე ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პლაკატი დაამზადეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი ლექსები და სიმღერები წარმოთქვეს.

ასევე 15 აპრილს, სკოლაში ჩატარდა, კალიგრაფიის  და კითხვის კონკურსი, სადაც მოსწავლეები დიდი ენთუზიამით მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203