ხერთვისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
16-04-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლაში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ, საზეიმოდ მორთეს სასკოლო სივრცე, აანთეს სანთლები და ააფრიალეს საქართველოს დროშა. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს, საქართველოს არც ისე შორეული წარსულის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203