„ენა ქართველთა სიმბოლო ყოვლისა საქართველოისა“ - ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
16-04-2024
ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია: „ენა ქართველთა სიმბოლო ყოვლისა საქართველოისა“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 12 აპრილს ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: ნესტორ გოქაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N22, ქალაქ ქუთაისის N5, ქალაქ ქუთაისის N8, ქალაქ ქუთაისის N19 და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლების მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენელი საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულში და მერიის თანამშრომლები: ნიკოლოზ კოღუაშვილი, გიორგი გოგიაშვილი, ზაზა ღიბრაძე და ოთარი ბოცვაძე.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რამაც მეტად დასამახსოვრებელი და ემოციური გახადა დღე.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თემები, თავიანთი იდეები ფართო საზოგადოებას გააცნეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.