საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წელს პირველად ტარდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს ეხება.
გთავაზობთ პროგრამას და იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელთა ცოდნაც ტესტირებაზე გამსვლელთათვის სავალდებულოა:
ეს გახლავთ, კეთილგანწყობილი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და კლასის მართვა, რომელიც მოიცავს: განსხვავების, მრავალფეროვნების აღიარებას, ტოლერანტობას; ასევე ინკლუზიური განათლების მნიშვნელობასა და პრინციპებს, ინტელექტუალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობ სტრატეგიებს, სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობას.
გარდა ამისა, კონფლიქტის პრევენციას, კონფლიქტის კონსტრუქციული მოგვარების სტრატეგიებს, ბულინგის თავიდან აცილებას; ქცევის წესების შემუშავებასა და დაცვას. საკლასო ორგანიზაციის მოდელებს.
შემდეგი საკითხია სასწავლო პროცესის დაგეგმვა: ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და პრინციპები; მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება. სასწავლო დროის მენეჯმენტი; სასწავლო რესურსის მოძიება/შექმნა; სასწავლო რესურსის, ტექნოლოგიების სასწავლო მიზნების ადეკვატურად და
ეფექტიანად გამოყენება.
მესამე საკითხი ეფექტიანი სწავლებაა: სწავლისა და განვითარების ძირითადი თეორიები და მათი გამოყენება; სასწავლო აქტივობების და სტრატეგიების გამოყენება: კითხვის დასმის ტექნიკები, დისკუსია, როლური თამაშები/სიმულაციები, კოგნიტური სქემები, გრაფიკული ორგანიზატორები, პრეზენტაცია, პროექტები და ა.შ.; მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა (კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, ტრანსფერი, მეტაკოგნიცია); მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები (შინაგანი და გარეგანი მოტივაცია).
ასევე საგამოცდო პროგრამა მოიცავს მოსწავლეთა შეფასებისა და სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობის, ასევე პროფესიული ეთიკის დაცვის საკითხებს.
საგამოცდო პროგრამა.