ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში 2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა.
საზეიმოდ მორთულ გარემოში განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა სუფევდა - მართლაც ერთ ოჯახად იყო ქცეული ხობის სასკოლო საზოგადოება. გულწრფელად იზიარებდნენ თითოეული გუნდის წარმატებასა და სიხარულს.
მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართა
და წარმატებები უსურვა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.
ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.
ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა 82 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია თოდუა, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ელენე ვეკუა VII კლასი, ცოტნე ჭილაია VII კლასი, მაკა ჭანტურია VII კლასი და ილია ვეკუა VII კლასი.
მეორე ადგილზე 69 ქულით გავიდა შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნიკა შურღულაიას კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ ხორავა VI კლასი, ანრი კიზირია VI კლასი, მეგი გეგეჭკორი VI კლასი და დავით ხარაიშვილი VII კლასი.
მესამე ადგილი კი მოიპოვა ზემო ქვალონის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 67 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა გიგა თეთრაძე, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნიკა ფაჩულია, გიორგი თურქია, დარიკო საჯაია და კესო ჭანტურია.
ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
ხობში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს