თრიალეთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს
16-04-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, ქართული ენის გაკვეთილზე, პედაგოგ ნარგიზ ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით, VI კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს. 

მოსწავლეებმა ანუკი ქათამაძემ და სალომე ართმელაძემ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და პრეზენტაცია გამართეს. მათ როგორც საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების, ისე საინტერესო მარშრუტების შესახებ ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203