რეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დედაენის დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
16-04-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და ნაყოფიერ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების პედაგოგებმა - მზია მიქაძემ, თამარა ხუციშვილმა და ნინო მამიჯანაშვილიმა თემატური გასვლითი ღონისძიება გამართეს. ისინი, მოსწავლეებთან ერთად, სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203