შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტირებებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ყველაზე მეტი 21 400-ზე აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე გადის - არჩევითი საგნების სტატისტიკა ცნობილია
მათ შორის ცნობილია, რომ მასწავლებლების გამოცდაზე დაახლოებით 19 ათასი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.