ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში პროექტი „წინაპართა ნაკვალევზე“ განხორციელდა
30-05-2018
ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის „ნორჩ ჟურნალისტთა“ კლუბი კლუბის ხელმძღვანელის ნონა ბერიას პროექტში „წინაპართა ნაკვალევზე“ მონაწილეობდა. 

პროექტი ითვალისწინებდა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია სოფელ ლიხაურში. 

„გიდისგან მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია. მოსწავლეებმა აიღეს ინტერვიუები ლიხაურის მოსახლეობასთან თუ „რა იციან მათი დიდი წინაპრის შესახებ“. ასევე, სოფელ ლიხაურში დაკრძალულია ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორი და რუსული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული მასწავლებელი დარეჯან ქავჟარაძე, რომელმაც დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა სოფელში და მოსწავლეებში. ჩვენ მოვინახულეთ და პატივი მივაგეთ პედაგოგის ხსოვნას, ყვავილებით შევამკეთ და სანთლები დავანთეთ მის საფლავზე“ - აღნიშნა კლუბის ხელმძღვანელმა ნონა ბერიამ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203