2024 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც გასულ წლებში, 2024 წელსაც ამ გამოცდის ჩატარება ნავარაუდევია ივლისში, ორი დღის განმავლობაში. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში. ტესტის ცალკეულ ნაწილში მოცემული დავალებების რაოდენობა და მათ შესასრულებლად გამოყოფილი დრო წარმოდგენილია ცხრილში:
თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).
იხილეთ მაქსიმალური ქულები და მინიმალური ზღვარი თოთოეულ ნაწილში:
სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ყველა დეტალი იხილეთ გზამკვლევში