რომელი სკოლები გადაიხდიან ავტორიზაციის ნახევარ თანხას
20-04-2024

სკოლების ავტორიზაციის გავლის წესში, მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი, ავტორიზაციისთვის დადგენილი გადასახადის მხოლოდ 50 პროცენტს გადაიხდის, თუ ის თბილისის ფარგლებს გარეთ იქნება დაარსებულ და მოსწავლეთა ზღვრულ რაოდენობად 170-ზე ნაკლებ ადგილს მიუთითებს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი, რომელიც საავტორიზაციო განაცხადში მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობად მიუთითებს 170-ზე ნაკლებ ადგილს, სარგებლობს ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურით“ დადგენილი საფასურების 50%-იანი შეღავათით ერთჯერადად.

გარდა ამისა, თუ ამ მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში ცენტრს მიმართავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადით და განაცხადში მიუთითებს 170 ან მეტ ადგილს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილ საფასურთან ერთად, დამატებით გადაიხდის თანხის იმ ოდენობას, რაც პირველადი ავტორიზაციის ეტაპზე ამ მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიდან გამომდინარე მის მიერ არ იქნა გადახდილი. აღნიშნული პირობა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას გადააჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203