მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
16-04-2024

ნიკოლოზ გოგოლაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. მას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აინტერესებდა მატემატიკა და STEM მიმართულებები. იგი მათემატიკოსების ოჯახში გაიზარდა და მის მათემატიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე გავლენა ამანაც იქონია. სკოლის აქტიური მოსწავლე ხშირად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, მათ შორის, კინგსისა და ვიტსის ოლიმპიადებზე. თუმცა ერთ-ერთ მთავარ წარმატებას მაინც მათემატიკის ოლიმპიადაზე მიაღწია.

„ყველაფერი კონკურს M - ვექტორით დაიწყო. კონკურსში ანალიზის და ალგებრის განხრით მივიღე მონაწილეობა.  ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოვიპოვე.  გამარჯვების შედეგად,  KIU-ს სრული დაფინანსებაც მივიღე. შემდეგ კამპუს ტურზეც მოვხვდი და საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში,“ - იხსენებს ახალგაზრდა მათემატიკოსი.

KIU-ში სწავლამ და დამოუკიდებლად კამპუსზე ცხოვრებამ სრულად შეცვალა ნიკოლოზის რეალობა. იგი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სამეცნიერო და სტუდენტურ პროექტში. ბოლო წლებში  მონაწილეობას იღებდა  KIU Visual Math Fest-ში, რომელსაც გერმანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან. ასევე, როგორც მენტორი და მრჩეველი,  მონაწილეობდა M-ვექტორის კონკურსში; KIU-ს ელჩის ამპლუაში კი მასპინძლობდა სხვადასხვა ღონისძიებებს და აბიტურიენტებს ეხმარებოდა მეტი გაეგოთ KIU-ს, მისი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრების თავისებურებებზე.

ამ გადმოსახედიდან მიაჩნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არც ისე იოლია, თუმცა მოსწონს ის ტემპი, რომელსაც KIU და გერმანელი პროფესორები სტუდენტებს სთავაზობენ. ნიკოლოზი  სწავლის გარდა, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერის პოზიციაზეც მუშაობს. ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროპის ნაცვლად საქართველოში, KIU-ში სწავლა გადაწყვიტა. 

„თავიდან გერმანიაში ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას, თუმცა საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გამოჩენა, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და სწავლების ანალოგიურ მოდელს გვთავაზობს, ჩემი ოცნებების ასრულების დასაწყისად იქცა. განვლილი წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიე. ამ ეტაპისთვის შემიძლია გამოვყო KIU- ში ჩატარებული ჯიტას პრეაქსელერაციის პროგრამაში აღებული I ადგილი; ასევე  AIFARMER-ში ხელოვნური ინტელექტის ინჟინერის პოზიციაზე ვარ, სადაც ვმუშაობ ნეირონული ქსელების აწყობასა და მანქანური სწავლების მოდელების ტრენინგზე; ამის გარდა ვარ მეორე სტარტაპის წევრი, რომელიც მოიცავს ჰესების მონაცემთა ანალიზს. მოკლედ, სწავლის პარარელურად უკვე ბევრ რამეს შევეჭიდე. ეს კი KIU-ში მიღებული ცოდნის დამსახურებაცაა,“- დასძენს KIU-ს სტუდენტი.

ნიკოლოზი აბუდაბიში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ ლაშა ეფრემიძესთან, საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას. თემა მისთვის საკმაოდ ახალი და საინტერესოა. იგი მოიცავს სპექტრალური ფაქტორიზაციის თეორემას და მის გამოყენებას (application) რეალურ პრობლემებში. 

მეოთხე კურსის სტუდენტს   დამატებით პროგრამად კომპიუტერული მეცნიერება აქვს არჩეული. ამ კომბინაციამ საშუალება მისცვა ეპოვა ახალი სფერო, რომლიც ყველაზე მეტად აინტერესებს  და რა მიმართულებითაც ფიქრობს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად იმუშაოს.  მისი ინტერესების სფერო კი ხელოვნური ინტელექტია, რომელზე ახალგაზრდა მათემატიკოსი უკვე იწყებს მუშაობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203