აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები
17-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები მიეძღვნა.

ღონისძიებებში სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ამ დღეს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებების მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა და სკოლის საზოგადოებაში ქართული ენის პოპულარიზაცია, დაფასება და დაცვა.

ღონისძიებების ორგანიზატორები გახლდნენ ქართული ენის მასწავლებლები: მაგდანა ერაძე, იზოლდა ზუბიაშვილი, ხურამან რზაევა და რაფიგა ბაირამოვა.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს დედაენის დღეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203