ხანდოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ვიქტორინა გაიმართა 
17-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, ინტელექტუალური ღონისძიება - ვიქტორინა ჩატარდა. მასში სამი გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინის პროგრამა ქართული ენის კათედრაზე დაიგეგმა. მომზადდა მასალები, რესურსები, სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზი გამარჯვებული გუნდის წევრებისათვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ სახალისო და საინტერესო აქტივობებით, აგრეთვე  ჟიურის ობიექტურობით.

გაიმარჯვა, მეათე კლასის გუნდმა - „არწივები“, თუმცა საინტერესოდ ითამაშეს გუნდებმა - „რაინდები“ და „ვეფხვები“. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203