ქართული ენის საინტერესო გაკვეთილები კიროვაკანის საჯარო სკოლაში
17-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. გაკვეთილები საინტერესო აქტივობებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

ქართული ენის უფროსი მასწავლებელი ნაიარა ჯინისისანი მე-5 - მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად გეგმავს და ატარებს ინტეგრირებულ, ადაპტირებულ და ეროვნულ მიზნებსა და გეგმებზე ორიენტირებულ გაკვეთილებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგნის მასწავლებელი ფიქრობს, რომ თითოეული აქტივობა ავითარებს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა სათანადო უნარებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქართული ენის სწავლების მიმართულებით, ასევე პრაქტიკაში გამოყენების დროს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ კომპლექსური დავალებები. ხალისით და დიდი ინტერესით ამზადებენ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ რესურსებს და შემდგომ იყენებენ, რაც ამაღლებს მათ ცოდნასა და მოტივაციას.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად ეწყობა შეხვედრები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი, ეფექტური მეთოდების დანერგვის მიზნით. 

„ქართული ენის კათედრაზე პერიოდულად ვატარებთ შეხვედრებს, ვსაუბრობთ მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე, ვთანხმდებით სტრატეგიულ მიდგომებსა და მეთოდებზე და ვცდილობთ ჩვენი გაკვეთილები იყოს მოსწავლეებისთვის ხალისიანი, საინტერესო და სახელმწიფო ენის სწავლება-განვითარების ხელშემწყობი“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203