ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია გააცოცხლეს
30-05-2018

ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს სასკოლო პროექტი მიუძღვნეს. 

აქტივობებში საბაზო და საშუალო საფეხურის თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო. 

პროექტის დასკვნით ღონისძიებაში სკოლის ორი გუნდი „თავისუფლება“ და „ახალი ქართველები“ მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ინსცენირებით, ლექსებითა და სიმღერით საქართველოს ისტორია გააცოცხლეს. 

XII კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დროშები გააკეთეს და სკოლას სამახსოვროდ დაუტოვეს. 

სასკოლო პროექტს ისტორიის ღვაწლმოსილი მასწავლებელი თამარ ჩარბოდაშვილი ხელმძღვენელობდა. 

სკოლა მადლობას უხდის თამარ ჩარბოდაშვილს და თითვეულ მოსწავლეს ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203