ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ინტელექტუალური თამაშის კითხვები მოიცავდა შემდეგ საგნებს: საქართველოს და მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია, მშობლიური (სომხური) ენა.
ინტელექტუალური თამაშის მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. მონაწილე გუნდებს გადაეცათ სიგელები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ბოლნისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები: სვეტლანა სარქისიანი, გაიანე ხაჩატურიანი, ნაზიკ თეიმურაზიანი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სხარტი და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: