ზეინდარის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა 
17-04-2024
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 8 აპრილს დაიწყო. ამ დიდ ზეიმს მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით შეუერთნენ.

მთელი კვირის განმავლობაში, თითოეული დღე სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა. ესენი იყო - კალიგრაფიის კონკურსი, ხელნაკეთი წიგნების დამზადებმა, კედლის გაზეთებზე მუშაობა და პრეზენტაციები. ბოლოს კი, შემაჯამებელი ღონისძიებაც მოეწყო. ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლელა შალამბერიძე და თამარ კაცაძე ხელმძღვანელობდნენ.

„14 აპრილი – ქართული ენის დღესასწაულად არის მიჩნეული ანუ ყოველთა ქართველთა ზეიმის დღეა! ეს დღე მშობლიური ენის მიმართ სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა-აღნიშვნისა და, ამავდროულად, 1978 წლის იმ 14 აპრილის მოსაგონარია, როდესაც ქართველთა პატრიოტიზმმა და ერთსულოვნებამ ლამის შეუძლებელი შეძლო – დაიცვა მშობლიური ენის კონსტიტუციური უფლება“,- სწორედ ეს სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას. 

სკოლაში პედაგოგებს, ღირსეული თაობის აღზრდისთვის, მადლობას უხდიან. 

„მადლობა ჩემს უმაგრეს გუნდს ასეთი სულისკვეთებით რომ ზრდიან მომავალ თაობას... მადლობა ჩვენს საოცარ მოსწავლეებს, მათ ხომ სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულით უძგერთ გული...
მადლობა იმ ემოციისათვის, რაც ამ დღეს განვიცადეთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203