დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
17-04-2024
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს.

ღონისძიება ძალიან ლამაზი და ემოციური იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203