დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება თამარისის N1 საჯარო სკოლაში 
17-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

კოსტიუმირებული სანახაობა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მხატვრულად წაკითხული ლექსები - ასეთი გახლდათ, ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ამ დღის არსსა და მნიშვნელობას, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია და იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენა ქვეყნის ინდივიდუალიზმისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203