საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მათ ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქართული ენის სიდიადე აღნიშნეს.
ღონისძიება დასამახსოვრებელი და ინფორმციული იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: