„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“- დედაენისადამი მიძღვნილი მრავალფროვანი ღონისძიება საყდრიონის საჯარო სკოლაში
17-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

„ქართული ენა ჩვენი იდენტობის საფუძველია, მისი მოვლა და გაფრთხილება კი თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა და აღნიშნეს, თუ რამდენად აუცილებელია ენის შენარჩუნება სახელმწიფოსთვის. 

აღსანიშნავია, რომ საყდრიონის საჯარო სკოლა ყოველწლიურად აღნიშნავს დედაენის დღეს და დამსწრე საზოგადოებას ახსენებს ენის დაცვის საჭიროებას.

წელს კი, სკოლა ამ დღეს გზავნილით - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“, გამოეხმაურა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნინო არძენაძე. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ნანა მახარაძე და გურო ბერიძე. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203